Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ სამი რაკეტა გამოცადა


ჩრდილოეთმა კორეამ 6 სექტემბერს სამი რაკეტა ისროლა ზღვაში, გამოცდის მიზნით. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რაკეტები, როგორც ჩანს, აღმოსავლეთის ზღვაში, 210-მდე კილომეტრის მოშორებით ჩაეშვა. სამხრეთი კორეა გამოთქვამს ვარაუდს, რომ რაკეტების სახით საქმე გვაქვს ახალი ტიპის ტაქტიკურ იარაღთან. სამხრეთ კორეის საინფორმაციო წყაროების ცნობით, 6 სექტემბერს მოწყობილი გამოცდა მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების სროლის მეცხრამეტე შემთხვევაა.

XS
SM
MD
LG