Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი თანხმდებიან, რომ ზავი დიდწილად დაცულია


კიევის განცხადებით, უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბარში შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში გამოცხადებული ზავი დიდწილად დაცულია. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფისმა 6 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომ მან და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს 5 სექტემბერს ამოქმედებული ზავის შენარჩუნებისთვის საჭირო ნაბიჯები. პოროშენკოს განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია კონფლიქტის გრძელვადიანი გადაჭრისთვის დაიწყოს მუშაობა. კონფლიქტი აპრილში დაიწყო და მას 2,600 ადამიანი შეეწირა. სეპარატისტების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფონზე უცვლელი რჩება უკრაინისგან განცალკევების მათი მიზანი. შეთანხმებას სკეპტიკურად ეკიდებიან დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს სეპარატისტების სამხედრო ძალით და იარაღით მომარაგებაში სდებენ ბრალს. რუსეთი უარყოფს კონფლიქტში რაიმე პირდაპირი ფორმით მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG