Accessibility links

დონეცკისა და მარიუპოლის სიახლოვეს სროლაა, გამოცხადებული ზავის მიუხედავად


აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკთან ახლოს 7 სექტემბერს სტაბილურად ისმოდა სროლის ხმა და ამოდიოდა შავი კვამლი, რამაც გააძლიერა შიში, რომ ორი დღის წინ გამოცხადებული ზავი ჩაშლის პირასაა. სროლა ისმოდა დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან. აეროპორტს უკრაინის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, თუმცა მათ მაისის შემდეგ რეგულარულად უტევენ პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები. წუხელ ღამით ზავის დარღვევის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა აზოვის ზღვასთან მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან, რომელსაც მთავრობის ძალები აკონტროლებენ - იუწყებოდნენ, რომ მათ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. ამ ცნობების გავრცელებამდე შაბათს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სატელეფონო საუბარში შეთანხმდნენ, რომ ზავი დაცული იყო, თუმცა მყიფე. პოროშენკოს განცხადებით, მან და პუტინმა განიხილეს გზები „ზავისთვის სტაბილური სახის მისაცემად.“

XS
SM
MD
LG