Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეიგელი ადასტურებს ერაყში ექსტრემისტების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმას


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი აცხადებს, რომ აშშ-მა დაიწყო საჰაერო იერიშების განხორციელება ერაყის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კაშხალ ჰადიტასთან - რომელსაც ივნისის შემდეგ ემუქრება "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტების მხრიდან იერიში. ჰეიგელის განცხადებით, საჰაერო იერიში - რომელიც აფართოებს აშშ-ის მიერ ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას - ერაყის მთავრობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. ჰეიგელის თქმით, კაშხალი ერაყისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს და ექსტრემისტების ხელში მისი ჩავარდნა სერიოზულ ზიანს და მნიშვნელოვან საფრთხეს შექმნის - მათ შორის ერაყში აშშ-ის ინტერესებისთვის. კაშხალი ერაყის ანბარის პროვინციაში მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს წარმოადგენს. ამასთან, კაშხალი ქმნის ხელოვნურ ტბას, რომელსაც სარწყავ წყლად იყენებენ დიდი რაოდენობით საკვების მოსაყვანად.

XS
SM
MD
LG