Accessibility links

logo-print

ქაბულში შვიდ კაცს სიკვდილი მიუსაჯეს ჯგუფური გაუპატიურებისთვის


ავღანეთში სასამართლომ შვიდ კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ოთხი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების გამო საქმეში, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია აღშფოთება. 7 სექტემბერს ბრალდებულები დამნაშავედ მიიჩნიეს 23 აგვისტოს ქაბულის შემოგარენში გამართული ქორწილიდან ქალაქში მანქანით მიმავალი ქალების გატაცებაში და გაუპატიურებაში. სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ავღანეთის ტელევიზიით. აქტივისტების თქმით, ავღანეთში გაუპატიურების ბევრი შემთხვევა დაუსჯელი რჩება, რადგან მსხვერპლი თავს შერცხვენილად გრძნობს და პოლიციას არ მიმართავს. ამავე დროს, შარიათის კანონებით, მსხვერპლმა ოთხი მოწმე უნდა მოიყვანოს დანაშაულის დასამტკიცებლად - წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თავად ის დაადანაშაულონ მეუღლის ღალატში. ამ შემთხვევაში მსხვერპლ ქალებს ოჯახებმა გაუმაგრეს ზურგი სამართლის ძიების პროცესში.

XS
SM
MD
LG