Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა თავი მოკვეთეს ლიბანელ სამხედროს


სოციალურ მედიაში გავრცელებული სურათები აჩვენებს, რომ ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა თავი მოკვეთეს ტყვედ ჩავარდნილ ლიბანელ სამხედროს. ეს ამ ჯგუფის მიერ ლიბანელი სამხედროს მოკვლის უკვე მეორე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ჯგუფმა ლიბანის ერთ-ერთ სასაზღვრო ქალაქზე, არსალზე მიიტანა იერიში. მოკლული სამხედროები იყვნენ იმ 19 ჯარისკაცის სიაში, რომლებიც იერიშის შემდეგ დაკარგულად ითვლებიან. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ხშირად კვეთენ თავს მტრად მიჩნეულ ადამიანებს, ახლახან მათ ორი ამერიკელი ჟურნალისტი დასაჯეს ამ ფორმით სიკვდილით.

XS
SM
MD
LG