Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა 10 სექტემბერს გამოაცხადებს ახალ სტრატეგიას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ამბობს, რომ 10 სექტემბერს სიტყვით გამოვა და გამოაცხადებს სტრატეგიას ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ობამას განცხადების ფონია აშშ-ის მხრიდან ერაყში ამ ექსტრემისტული ჯგუფის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების კამპანიის გაფართოება. თავდასხმის სამიზნეა ისლამისტი მებრძოლები, რომლებიც ანბარის პროვინციაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან კაშხალ ჰადიტასთან მთავრობის ძალებს უტევენ. პარალელურად, ჰადიტასთან ახლოს ერაყის სამთავრობო ძალებმა და მათმა მოკავშირე გასამხედროებულმა ჯგუფებმა კონტრშეტევა განახორციელეს და კაშხლიდან ათიოდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქი ბარვანა გამოიხსნეს ექსტრემისტებისგან.

XS
SM
MD
LG