Accessibility links

logo-print

უკრაინას იარაღს მიაწვდის ნატოს წევრი ხუთი სახელმწიფო


უელსის სამიტზე უკრაინა იარაღით მომარაგებაზე მოელაპარაკა რიგ ქვეყნებს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ლუცენკომ ფეისბუკზე დაწერა, რომ უკრაინას იარაღს მიაწვდიან: აშშ, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და ნორვეგია. ლუცენკოს თანახმად, ეს ქვეყნები უკრაინაში გაგზავნიან აგრეთვე თავიანთ სამხედრო მრჩევლებს უკრაინის არმიის გასაწვრთნელად. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნატოს სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ალიანსის წევრები უკრაინას იარაღის მიწოდებას დაპირდნენ, თუმცა, გასულ კვირაში პოროშენკოს არ დაუზუსტებია რომელი ქვეყნები აპირებდნენ იარაღის მიწოდებას.

XS
SM
MD
LG