Accessibility links

logo-print

ავღანეთში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა 3 პოლიციელი იმსხვერპლა


ავღანეთის სამხრეთში, ყანდაარის პროვინციაში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოკლა პოლიციის უფროსი და მისი დაცვის ორი წევრი. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა 7 სექტემბერს პოლიციის შენობაში აამოქმედა. დაიღუპა სამი და დაშავდა 6 პირი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.

XS
SM
MD
LG