Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტის დელეგაცია


თბილისში იმყოფება ევროპარლამენტის დელეგაცია, რომელსაც საქართველოზე მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი ხელმძღვანელობს. დღეს დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღესვე ევროპარლამენტის წარმომადგენლები შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წევრებს და საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის დეპუტატებს. ხვალ ანდრეს მამიკინსი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გაემგზავრება გორის მუნიციპალიტეტში, სადაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნობა. ვიზიტის შედეგად ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს შესახებ მოხსენებას მოამზადებს.

XS
SM
MD
LG