Accessibility links

ევროკავშირი ოფიციალურად დაამტკიცებს რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს


ევროკავშირი დღეს სავარაუდოდ ოფიციალურად დაამტკიცებს რუსეთის მიმართ სანქციების მეოთხე რაუნდს, მოსკოვის მიერ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო. ახალ ზომებზე ევროკავშირის ლიდერები 5 სექტემბერს შეთანხმდნენ, უელსში მიმდინარე ნატოს სამიტის კულუარებში. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კიევსა და პრო-რუსულად განწყობილ მეამბოხეებს შორის ზავის შესახებ მიღწეული შეთანხმება იმ ხუთთვიანი კონფლიქტის დასრულების მიზნით, რომელსაც უკრაინის აღმოსავლეთში 2,600 ადამიანი შეეწირა. ევროკავშირი აცხადებს, რომ ახალი სანქციები შეიძლება გაუქმდეს, თუკი მოსკოვი დაიცავს საზავო შეთანხმების პირობებს და გაიყვანს თავის სამხედროებს. ახალი სანქციების დაწესების პერსპექტივას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაბრაზებით შეხვდა და განაცხადა, რომ მათი ამოქმედების შემთხვევაში რუსეთი „რეაგირებას“ მოახდენს. ევროკავშირის და აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების წინა რაუნდს მოსკოვმა დასავლური წარმოების საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვით უპასუხა. 7 სექტემბერს უკრაინაში, დონეცკის აეროპორტის და საპორტო ქალაქ მარიუპოლის სიახლოვეს სროლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, საზავო შეთანხმების მიუხედავად.

XS
SM
MD
LG