Accessibility links

ობამა 10 სექტემბერს გამოაცხადებს ახალ სტრატეგიას „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ამბობს, რომ 10 სექტემბერს სიტყვით გამოვა და გამოაცხადებს თავის სტრატეგიას ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ობამას მხრიდან ამ განცხადების გაკეთების დღეს აშშ-მა გააფართოვა ერაყში ამ ექსტრემისტული ჯგუფის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების კამპანია. თავდასხმის სამიზნეა ისლამისტი მებრძოლები, რომლებიც ანბარის პროვინციაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან კაშხალ ჰადიტასთან მთავრობის ძალებს უტევენ. ასეთ ფონზე, არაბთა ლიგამ განაცხადა, რომ „ყველა საჭირო ზომას“ მიიღებს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ. 7 სექტემბერს კაიროში გამართულ შეხვედრაზე, არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გასულ თვეში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც წევრ ქვეყნებს მოუწოდებდა „იმოქმედონ უცხოელი მებრძოლების შედინების, დაფინანსების და ერაყსა და სირიაში ისლამისტი ექსტრემისტი ჯგუფებისთვის სხვა სახის დახმარების აღმოჩენის წინააღმდეგ.“

XS
SM
MD
LG