Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი: მეტოქესთან მოლაპარაკებაში გარღვევა არ იყო


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, აბდულა აბდულა აცხადებს, რომ თავის მეტოქესთან, აშრაფ ღანისთან გამართულ მოლაპარაკებებში ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ერთიანობის მთავრობის ფორმირება. კანდიდატებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, თუ ვინ მოიპოვა გამარჯვება 14 ივნისს გამართულ მეორე ტურში. აბდულას საარჩევნო გუნდის პრესმდივანი, ფაზელ რაჰმან ორია აცხადებს, რომ 8 სექტემბრის შეხვედრის შედეგი „სრულიად უარყოფითია“. ამასთან, მისი თქმით, აბდულამ შეიძლება არჩევნების შედეგის შემოწმების პროცესის მისეული საბოლოო შეფასება დღეს გამოაცხადოს. მეტოქე კანდიდატების შეხვედრის ფონია ავღანეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის მიერ 4 სექტემბერს გაკეთებული განცხადება, რომ დასრულდა 8 მილიონი ბიულეტენის შემოწმება და ხელახალი დათვლა. შემოწმების საბოლოო შედეგი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, აბდულამ და ღანიმ პირობა დადეს, რომ მიიღებენ შემოწმების შედეგებს და იმუშავებენ ეროვნული ერთიანობის მთავრობის შესაქმნელად.

XS
SM
MD
LG