Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი, სავარაუდოდ, დაამტკიცებს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს


ევროპის კომისიის პრესმდივნის, პია არენკილდე-ჰანსენის თქმით, ევროკავშირი დაამტკიცებს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოსკოვის მიერ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო - რუსეთის მხრიდან შეთავაზებული, არასტაბილური ხასიათის ზავის მიუხედავად. პრესმდივნის თქმით, სანქციები ამოქმედდება მაშინვე, რაც მათ ევროკავშირის ოფიციალური ორგანო 9 სექტემბერს გამოაქვეყნებს. ევროკავშირის ლიდერები ახალ სანქციებზე 5 სექტემბერს შეთანხმდნენ, უელსში მიმდინარე ნატოს სამიტის კულუარებში. ევროკავშირი აცხადებს, რომ სანქციების გაუქმება შესაძლებელია, თუკი მოსკოვი დაიცავს ზავის პირობებს და უკრაინიდან გაიყვანს თავის სამხედროებს. ახალი სანქციების დაწესების პერსპექტივას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაბრაზებით შეხვდა და განაცხადა, რომ მათი ამოქმედების შემთხვევაში რუსეთი „რეაგირებას“ მოახდენს. ევროკავშირის და აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების წინა რაუნდს მოსკოვმა დასავლური წარმოების საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვით უპასუხა.

XS
SM
MD
LG