Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: მეამბოხეებმა კიევს 1,200-ზე მეტი ტყვე გადასცეს


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საზავო შეთანხმების ფარგლებში პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა კიევს 1,200-ზე მეტი ტყვე გადასცეს. 5 სექტემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ორმა მხარემ ყველა ტყვე უნდა გაცვალოს. პოროშენკო ამ განცხადებით გამოვიდა მარიუპოლში, აღმოსავლეთის საპორტო ქალაქში, რომლისკენაც სეპარატისტები მიიწევდნენ ზავის ამოქმედებამდე, გასულ კვირაში. ამასთან, პოროშენკოს განცხადებით, მან ბრძანება გასცა გაძლიერდეს სამხრეთ-აღმოსავლეთის მარიუპოლის დაცვა, ტანკების, ნაღმსატყორცნების და საჰაერო თავდაცვის გამოყენებით. პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინა თავის მიწას არავის დაუთმობს. ზავის მიუხედავად, მარიუპოლის შემოგარენთან უკრაინის სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს პრო-რუსულად განწყობილმა მეამბოხეებმა. 7 სექტემბერს შეტაკებებს მშვიდობიანი მოქალაქე ქალი ემსხვერპლა. ნახევარმილიონიანი ქალაქი მარიუპოლი აზოვის ზღვასთან მდებარეობს და სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.

XS
SM
MD
LG