Accessibility links

logo-print

რუსეთისთვის ევროკავშირის ახალი სანქციების დაწესება გადაიდო


ევროკავშირმა გადადო რუსეთისთვის უკრაინაში მისი ქმედების გამო ახალი სანქციების დაწესების პროცედურა, რომელიც 8 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო. სანქციების ავტომატურად დამტკიცდებოდა, არც ერთი წევრი რომ ყოფილიყო წინააღმდეგი. მაგრამ სანქციების ამოქმედების ვადა გადაიდო, როცა გაირკვა, რომ ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყანა ათ არ ეთანხმებოდა. ჩვენს რადიოს ევროკავშირს წყარომ განუცხადა, რომ წინააღმდეგი სლოვაკეთი იყო, თუმცა ბრატისლავამ ეს უარყო. 8 სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ახალი სანქციები სხვათა შორის, გულისხმობს ევროპის კავშირის ქვეყნების მიერ რუსეთის ენერგოკომპანიებისთვის კრედიტების მიცემის და მათ დაფინანსების აკრძალვას. სანქციებს თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს ნატოს სამიტზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუქარა გამოთქვა არასპეციფიკური „რეაქციით“, თუ ახალი სანქციები შევიდოდა ძალაში.

XS
SM
MD
LG