Accessibility links

logo-print

დღეს გამოქვეყნდება ანგარიში ჩამოვარდნილი ბოინგის შესახებ


დღეს ნიდერლანდში გამოაქვეყნებენ უკრაინის აღმოსავლეთში ჩამოვარდნილი „მალაიზიის ავიახაზების“ ბოინგის თაობაზე საგამოძიებო კომისიის მიერ დაწერილ პირველ ე.წ. მოსამზადებელ ანგარიშს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ანგარიშის გამოქვეყნება რამდენჯერმე გადაიდო, რადგან რეგიონში მიმდინარე მოვლენები ართულებდა საგამოძიებო პროცესს და ვერ ხერხდებოდა ინფორმაციის გადამოწმება. აგვისტოს შუა რიცხვებამდე 25 გამომძიებლისგან შემდგარი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი უკრაინის ტერიტორიაზე მუშაობდა, შემდეგ კი ანგარიშის შესადგენად ჰააგაში გადაინაცვლეს. თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა, უკრაინის აღმოსავლეთში 17 ივლისს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა - 298 კაცი - დაიღუპა. უკრაინის ხელისუფლება და რიგი დასავლური ქვეყნები მიიჩნევენ, რომ თვითმფრინავი შესაძლოა ჩამოაგდეს პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა. მოსკოვი ტრაგედიაში კიევს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG