Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში აკრძალულ, ორშის ბრძოლის 500 წლისთავს აღნიშნავენ


რამდენიმე ათეული აქტივისტი აღნიშნავს ბელორუსიაში მოსკოვის დიდ სამთავროსა და ლიტვის დიდ სამთავროს შორის ბრძოლის 500 წლისთავს. ორშის ბროლა იყო რუსეთ-ლიტვის ომის ნაწილი. წლისთავი აღინიშნა მიუხედავად იუბილის აკრძალვისა ბელორუსიაში. ლუკაშენკას მთავრობამ წლისთავის აღნიშვნა აკრძალა, რადგან რუსეთის მოკავშირედ მიიჩნევს თავს და ამასთან, ადასტურებს საბჭოთა ეპოქისადმი ნოსტალგიას. ორშის მახლობლად მართლმადიდებელმა და კათოლიკე მღვდლებმა ღვთისმსახურება გამართეს და აქტივისტებმა აღმართეს წითელ-თეთრი დროშა, რომელიც ასევე აკრძალულია. 500 წლის წინ, 8 სექტემბერს პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი სამთავროს გაერთიანებულმა ძალებმა გაანადგურეს რიცხობრივად მეტი მოსკოვის დიდი სამთავროს ძალა და შეიპყრეს მათი მეთაური. ქალაქი ორშა დღევანდელი ბელორუსიის ტერიტორიაზეა.

XS
SM
MD
LG