Accessibility links

logo-print

პუტინმა ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი გაათავისუფლა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმრ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რეგიონული გუბერნატორი მას მერე, რაც იქ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის მიმართ საპროტესტო გამოსვლები მოეწყო. კრელმა გაათავისუფლა ბრიანსკის გუბერნატორი ნიკოლაი დენინი 9 სექტემბერს და თქვა, რომ მან პრეზიდენტის ნდობა დაკარგა. ავღანეთში საბჭოთა კავშირის ომის ვეტერანებმა 5 სექტემბერს მოაწყვეს ბრიანსკში საპროტესტო გამოსვლა. მათი პროტესტი მიმართული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულ სეპარატისტებსა და მთავრობის ჯარს შორის ომში რუსეთის ჩართვის მიმართ. რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინაში ჯარს და იარაღს აგზავნის. ავღანეთის ომის ვეტერანები გეგმავენ 13 სექტემბრისთვის კიდევ ერთ გამოსვლას. ბრიანსკში საპროტესტო აქცია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ნებადართული იყო.

XS
SM
MD
LG