Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში მის წასვლას გადაწყვეტილად მიიჩნევს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრებელ დელეგაციაზე მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და გადაწყდა, რომ ვინაიდან პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გაერო-ს სამიტზე გაემგზავრება პრემიერი. "განსაზღვრულია დელეგაციის შემადგენლობა, თვეების წინ დავადასტურეთ ყველაფერი და ვერ ვხედავ ამაში რაიმე კითხვას", - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში. შეკითხვაზე, გაემგზავრება თუ არა მასთან ერთად პრეზიდენტი აშშ-ში, პრემიერმა განაცხადა, რომ არ იცის.

XS
SM
MD
LG