Accessibility links

logo-print

დონეცკის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონეცკის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელსაც უკრაინელი სამხედროების აკონტროლებენ, წუხელ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ კონტროლს აეროპორტზე. სამხედრო უწყების სამედიცინო სამსახურის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 29 დაიჭრა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების თავდასხმების შედეგად.

XS
SM
MD
LG