Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი ინტერნეიშენალი კიევს მოხალისეთა დაჯგუფებების კონტროლისაკენ მოუწოდებს


ავტორიტეტიანი საერთაშორისო საზოგადოება „ამნესტი ინტერნეიშენალი“ მოუწოდებს უკრაინის მთავრობას აღკვეთოს სამხედრო დანაშაული და სასტიკი მოპყრობა, რასაც უკრაინელი მოხალისე მებრძოლები ჩადიან აღმოსავლეთ უკრაინაში. ამის თაობაზე კიევში მყოფმა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სალილ შეტიმ განაცხადა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან შეხვედრის შემდეგ. მანამდე კი გამოქვეყნდა „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიში, რომელშიც როგორც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების, ისე უკრაინის მთავრობის მომხრე მოხალისეთა რაზმების მხრიდან ჩადენილი სამხედრო დანაშაულის მრავალ ფაქტზეა საუბარი.

XS
SM
MD
LG