Accessibility links

logo-print

ნორვეგიამ უნგრეთის ხელისუფლება არასამთავრობოებზე ზეწოლის გამო გააკრიტიკა


ნორვეგიამ გააკრიტიკა უნგრეთის ხელისუფლება და ევროპული დემოკრატიული ნორმებისაგან გადახვევა უწოდა ორ არასამათავრობო ორგანიზაციაში განხორციელებულ პოლიციური რეიდებს. 8 სექტემბერს პოლიციის წარმომადგენლებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დოკუმენტური შემოწმება მოაწყვეს ბუდაპეშტში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია ოკოტარის ფონდსა და დემნეტში, რომლებიც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებებს ნორვეგიის მთავრობის გრანტებს უნაწილებენ. ნორვეგიის ევროპული საქმეების მინისტრმა ვიდალ ჰელგესენმა პოლიციის რეიდებს უნგრეთში „დაუშვებელი“ და „სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეურაცხყოფა“ უწოდა. უნგრეთის მთავრობა კი აცხადებს, რომ ზოგიერთი არასამთავრო ორგანიზაცია გრანტით მიღებულ თანხებს არამიზნობრივად, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობისათვის იყენებდა.

XS
SM
MD
LG