Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი პოროშენკოს: რუსეთი სამშვიდობო პროცესის ერთგულია


კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს 9 სექტემბერს უთხრა, რომ მოსკოვი კვლავაც მზად არის „კიდევ დაეხმაროს“ უკრაინის სამშვიდობო პროცესს. კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბარში „ხაზი გაესვა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში სტაბილური ზავის შენარჩუნების მნიშვნელობას.“ ზავი 5 სექტემბერს გამოცხადდა და, დარღვევების შესახებ ორივე მხარის მიერ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, მთლიანობაში დიდწილად დაცული რჩება. დღეს უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე დაიწყება მოლაპარაკება აღმოსავლეთ უკრაინის სტატუსის შესახებ - სადაც პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები შეიარაღებულ ამბოხებას აწყობენ. სეპარატისტებს სურთ დამოუკიდებელი გახდეს აღმოსავლეთის რეგიონები, დონეცკი და ლუგანსკი - რომლებიც მათ ე.წ. „სახალხო რესპუბლიკებად“ გამოაცხადეს. უკრაინის მთავრობა ამ ძირითადად რუსულენოვან რეგიონს მეტ ავტონომიას პირდება, თუმცა გამორიცხავს მათ დამოუკიდებლობას.

XS
SM
MD
LG