Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიის თავდაცვის მინისტრი რუსეთში ჩავიდა


მალაიზიის თავდაცვის მინისტრი ჰიშამუდინ ჰუსეინი ჩავიდა მოსკოვში, სადაც უკრაინის აღმოსავლეთში „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების შემდგომი გამოძიების საკითხზე იმსჯელებს. დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან. მანამდე მალაიზიის თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ექსპერტებისა და პოლიციის თანამშრომლების ჯგუფი ახლავს, კიევში იმყოფებოდა და შეხვდა ავიაკატასტროფის გამოძიების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელ ვლადიმირ გროისმანს. რუსეთში ვიზიტის შემდეგ მალაიზიის თავდაცვის მინისტრი ნიდერლანდის სამეფოში გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG