Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი ტაჯიკეთშია


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ტაჯიკეთშია, სადაც დაესწრება ირანის მიერ დაფინანსებული ჰიდროელექტროსადგურზე ახალი ობიექტის ამუშავების დაწყების ცერემონიას. 10 სექტემბერს დღის პირველ ნახევარში დუშანბეში დაგეგმილია ჰასან როჰანის შეხვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან. მოლაპარაკებების შემდეგ ირანისა და ტაჯიკეთის ლიდერები გაემგზავრებიან ჰიდროელექტროსადგურზე, სადაც გენერაციის მორიგი ბლოკის ამოქმედების ცერემონიას დაესწრებიან. ჰიდროელექტროსადგურ „სანგტუდა-2“-ის განვითარებაში ირანმა 180 მილიონი დოლარი ინვესტიცია ჩადო. ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ტაჯიკეთში დარჩება 11-12 სექტემბერსაც და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტს დაესწრება. ორგანიზაციის წევრები არიან: ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ირანს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ მეთვალყურის სტატუსი აქვს. სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტი შეხვდება რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებსაც.

XS
SM
MD
LG