Accessibility links

დონალდ ტუსკმა გადადგომაზე განცხადებით მიმართა პრეზიდენტს


პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის. ტუსკის გადადგომა დაკავშირებულია მის არჩევასთან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ. ის ნოემბერში ჰერმან ვან რომპეს შეცვლის. კომოროვსკი ტუსკის განცხადებას, სავარაუდოდ, 11 სექტემბერს დააკმაყოფილებს. პოლონეთის ახალი მთავრობის ფორმირება შესაძლოა დაევალოს მმართველი კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, სეიმის სპიკერ ევე კოპაჩს.

XS
SM
MD
LG