Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა კონგრესის ლიდერებს შეხვდა


აშშ-ის პრეზიდენტმა 9 სექტემბერს კონგრესის ლიდერებს განუცხადა, რომ მას გააჩნია საჭირო უფლებამოსილება დაჯგუფება „ისლამისტური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა წინააღმდეგ მოქმედებისთვის და რომ მის მომავალ გამოსვლაში დეტალებზე ილაპარაკებს. ობამამ კონგრესის ლიდერებს განუცხადა აგრეთვე, რომ ის მიესალმება აშშ-ის ერთიანობას დაჯგუფება „ისლამისტური“ სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხის წინაშე. ობამასთან შეხვედრამდე სენატის უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიჩ მაკკონელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ობამას სჭირდება კონგრესისგან მხარდაჭერის მიღება. კონგრესის სხვა ლიდერებს პოზიცია არ გამოუხატავთ. რამდენიმე სენატორმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საკითხისთვის კენჭისყრას. ბარაკ ობამა 10 სექტემბერს საჯარო გამოსვლისას ილაპარაკებს ექსტრემისტული დაჯგუფება ისლამისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ-ის სტრატეგიის დეტალებზე.

XS
SM
MD
LG