Accessibility links

logo-print

პოროშენკო ემხრობა ზოგი რეგიონისათვის „საგანგებო სტატუსის“ მინიჭებას


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მომავალ კვირაში პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ უკრაინაში ზოგი რეგიონისათვის „საგანგებო სტატუსის“ მინიჭებას. ამასთან, პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინის ერთიანობა შენარჩუნდება. პოროშენკომ დღეს თქვა მთავრობის სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, რომ რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან გასულ კვირაში ხელმოწერილი ზავი ინარჩუნებს უკრაინის, როგორც სუვერენული, ერთიანი, ამჟამინდელ საზღვრებში მოქცეული სახელმწიფოს კონცეფციას. პოროშენკომ აღნიშნა ასევე, რომ უკრაინის ჯარები გადაჯგუფებას ახდენენ აღმოსავლეთ უკრაინაში თავდაცვის გასაძლიერებლად და არა ახალი იერიშის წამოსაწყებად.

XS
SM
MD
LG