Accessibility links

აშშ რუსეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ესტონელი ოფიციალური პირი


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი, ესტონ კოვერი, რომელიც რუსეთის საზღვრის მახლობლად დააკავეს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მარი ჰარფის განცხადებით, კოვერი უსაფრთხოდ და დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნონ ესტონეთს. 6 სექტემბერს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კოვერს, ჯაშუშობის ბრალდების საფუძველზე. რუსეთი აცხადებს, რომ ის 5 სექტემბერს რუსეთის ტერიტორიაზე დააკავეს მაშინ, როცა ესტონელი ოფიციალური პირების ცნობით, კოვერი შეიპყრეს ესტონეთის ტერიტორიაზე, საზღვრის მახლობლად, რის შემდეგაც ის რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ესტონეთის საგარეო უწყებამ ინციდენტს „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა და განმარტების თხოვნით დაიბარა ტალინში რუსეთის ელჩი, იური მერზლაკოვი.

XS
SM
MD
LG