Accessibility links

logo-print

ევროკავშირს ეყოლება კომისარი "გაფართოებაზე მოლაპარაკებებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში"


ევროკომისიის მომავალმა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ახალი ევროკომსრები დაასახელა. მათ შორის არის ავსტრიის წარმომადგენელი იოჰანეს ჰანი, რომელიც ხდება ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებაზე მოლაპარაკებებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში. ეს ნიშნავს, რომ თანამდებობის სახელწოდება შეიცვალა - "გაფართოება" შეიცვალა „გაფართოებაზე მოლაპარაკებებით“, რადგან ჟან-კლოდ იუნკერის განმარტებით, მისი ხუთწლიანი მანდატის განმავლობაში ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრებს. ეკონომიკურ და მონეტარულ პოლიტიკას უხელმძღვანელებს საფრანგეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი პიერ მოსკოვიცი, ხოლო ბრიტანელი პოლიტიკოსი ჯონათან ჰილი ხდება ევროკომისარი, რომელსაც ჩაბარდება ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისების და კაპიტალის ბაზრების კავშირის სფერო.

XS
SM
MD
LG