Accessibility links

საქართველოში იმყოფება ავსტრიის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით


ავსტრიის პარლამენტს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცედურა დაწყებული აქვს და გაზაფხულამდე დაასრულებს - ამის შესახებ, როგორც სააგენტო ინტერპრენიუსი იუწყება, თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა. დღესვე ავსტრიელი დიპლომატი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სებასტიან კურცს მადლობა გადაუხადა ავსტრიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ წელს ნოემბერში ვენაში გაიმართება საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი. სებასტიან კურცთან ერთად თბილისს სტუმრობს ავსტრიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, რომელიც საქართველო-ავსტრიის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG