Accessibility links

logo-print

პაკისტანში მოკლეს 65 სავარაუდო ექსტრემისტი


პაკისტანელი სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, 65 სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს ავღანეთის საზღვართან, თალიბანის სამალავებზე განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად. იერიში 10 სექტემბერს მოეწყო ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, სადაც პაკისტანის არმია ივნისის შუა რიცხვებიდან ახორციელებს თავდასხმით ოპერაციას. არმიის ცნობით, ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 900-ზე მეტი ექსტრემისტი, დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ცნობას. საჰაერო იერიში მოეწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პაკისტანის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა 6 სექტემბერს კარაჩიში, სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მოწყობილ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც ერთი მეზღვაური და ორი თავდამსხმელი დაიღუპნენ.

XS
SM
MD
LG