Accessibility links

logo-print

ათი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენის ფაქტს


ათი არასამთავრობო ორგანიზაცია ქობულეთში, მუსლიმთა მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენის ფაქტს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში მუსლიმთა დევნისა და შევიწროების ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო, რაც, განცხადების ავტორების აზრით, სახელმწიფოს მხრიდან შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე არაეფექტური და არაადეკვატური რეაგირების შედეგია. „შემაშფოთებელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების და საჯარო მოხელეების ქცევა, რომლებიც რელიგიური უმცირესობებისადმი ხშირად დისკრიმინაციულ პოლიტიკას ახორციელებენ, რაც უმცირესობების უფლებების უხეშ დარღვევასა და უმრავლესობისადმი პრეფერენციულ მოპყრობაში ვლინდება", - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG