Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ მიზნად დაისახა ისლამური სახელმწიფოს სრული განადგურება


პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ აშშ-ი მზად არის მიიტანოს იერიში ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოზე და ასევე სირიასა და ერაყში გაიგზავნება დამატებითი სამხედრო პერსონალი, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფების შესაჩერებლად და საბოლოოდ გასანადგურებლად გაძლიერებულ კამპანიაში ჩაერთვება. „მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ტერორისტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ემუქრებიან, მივწვდებით და გავანადგურებთ ყველგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ არ მოვერიდები ისლამისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ ზომების მიღებას როგორც სირიაში, ისე ერაყში. ეს ჩემი პრეზიდენტობის უმთავრესი პრინციპია: უსაფრთხო ადგილს ვერ ეღირსება ვერავინ, ვინც ამერიკას დაემუქრება.“ თეთრი სახლიდან 10 სექტემბერს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში ობამამ განაცხადა, რომ ერაყისა და ქურთისტანის ძალების დასახმარებლად, აშშ-ი დამატებით კიდევ 475 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის ერაყში, თუმცა, აღნიშნული პერსონალი არ მიიღებს მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში.

XS
SM
MD
LG