Accessibility links

logo-print

დუშანბე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს მასპინძლობს


ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შანხაის თანამშრობლობის ორგანიზაციის სამიტი იხსნება. ორი დღის განმავლობაში შეხვედრას ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები დაესწრებიან. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ტარდება იმ დროს, როდესაც კრემლი, რომელსაც უკრაინის კრიზისის გამო გაუფუჭდა ურთიერთობა დასავლეთთან, სულ უფრო მეტად იყურება აზიისაკენ. დუშანბეში იმყოფებიან ასევე მონღოლეთისა და ირანის ლიდერები, რომლებიც სამიტის ფარგლებში გამართავენ შეხვედრებს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მიმდინარე სამიტის ყურადღების ცენტრშია რეგიონული უსაფრთხოება იმ ფონზე, როდესაც წლის ბოლოს ავღანეთს დატოვებენ ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი კოალიციური ძალები. სამიტს დუშანბეში დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან პაკისტანის, ინდოეთისა და ავღანეთის ლიდერები.

XS
SM
MD
LG