Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანაში


ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანაში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. დღეს ბაქოში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, რომელზეც განხილული იყო ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობის და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. პრესსამსახურის ცნობითვე, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

XS
SM
MD
LG