Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეტორიის სასამართლომ პისტორიუსს განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა


პრეტორიის სასამართლომ ოსკარ პისტორიუსი უდანაშაულოდ სცნო მისი მეგობარი ქალის რივა სტინკამპის განზრახ მკვლელობაში. მოსამართლე ტოკოზილე მასიპამ 11 სექტემბერს წაიკითხა შესაბამისი ვერდიქტი. 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელმა 27 წლის ოსკარ პისტორიუსმა გასულ წელს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა მეგობარი ქალი. ბრალდებული ამტკიცებს, რომ 2013 წლის 14 თებერვალის ღამით მოეჩვენა, რომ მის საცხოვრებელ სახლში ქურდი იყო შეპარული და ამიტომ გაისროლა საპირფარეშოს მხარეს, სადაც სინამდვილეში მისი მეგობარი ქალი რივა სტინკამპი აღმოჩნდა. მოელიან, რომ სასამართლო დაუტოვებს სპორტსმენს არა განზრახ მკვლელობის, იარაღის უკანონო ტარებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ორჯერ განხორციელებული სროლის ბრალდებებს, რისთვისაც პისტორიუსს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG