Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი საუდის არაბეთში მართავს მოლაპარაკებებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯოკ კერიმ და რეგიონულმა პარტნიორებმა 11 სექტემბერს საუდის არაბეთში დაიწყეს მოლაპარაკებები, რაც სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ისლამისტური სახელმწიფოს ჯიჰადისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის მხარდამჭერი კოალიციის შექმნას ითვალისწინებს. საუდის არაბეთის გარდა, შეხვედრაში სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ხუთი წევრი სახელმწიფოს (ბაჰრეინის, კუვეიტის, ომანის, ყატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროს), ასევე ეგვიპტის, ერაყის, იორდანიის, ლიბანისა და თურქეთის წარმომადგენლები ღებულობენ მონაწილეობას. წითელი ზღვის საპორტო ქალაქ ჯედაში შეხვედრის ფონია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული სატელევიზიო მიმართვა, რომელშიც ბარაკ ობამამ პირობა ისლამისტების წინააღმდეგ „მტკიცე“ კამპანიის დაწყების პირობა დადო. ჯონ კერიმ მოლაპარაკებებს „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა. შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთის პრინც საუდ ალ ფეისალსა და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ ხალედ ალ ხალიფას შეხვდა.

XS
SM
MD
LG