Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს პრეზიდენტმა პატივი მიაგო 11 სექტემბერის ტერაქტის მსხვერპლს


აშშ-ში პატივი მიაგეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას. 13 წლის წინ ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და პენსილვანიაში ალ ყაიდის მიერ განხორციელებული საავიაციო ტერაქტების შედეგად 3000 კაცი დაიღუპა. დღეს დილით ვაშინგტონში, თეთრი სახლის სამხრეთ მდელოზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და აშშ-ის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ წუთიერი დუმილით აღნიშნეს ტერაქტის წლისთავი. თეთრ სახლსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაუშვეს სახელმწიფო დროშები.

XS
SM
MD
LG