Accessibility links

logo-print

დეპუტატმა გიორგი ჟვანიამ კარლ ბილდტის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანა


საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ჟვანიამ საჯარო გახადა 2006-2008 წლებში საქართველოს მთავრობასა და კომპანია Kreab-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულება. დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანია Kreab-ს შორის, რომლის დირექტორი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე კარლ ბილდტი იყო, ხელშეკრულება 2006 წელს გაფორმდა. დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც გიორგი ჟვანიამ ჟურნალისტებს წარუდგინა, საქართველოს მთავრობას კომპანია Kreab-ის საკონსულტაციო მომსახურებაში აღნიშნულ პერიოდში გადახდილი აქვს 3 მილიონ 600 ათასი ლარი დამატებითი ღირებულების გარეშე. წინა მთავრობის დროს ამ დოკუმენტაციას ედო გრიფი "საიდუმლო", მაგრამ დეპუტატის თხოვნით, მთავრობის კანცელარიამ მას საიდუმლოების შემცველი გრიფი მოუხსნა.„ამ გადარიცხვების და ხელშეკრულებების საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარლ ბილდტი ნამდვილად არ გამოდგება საქართველოში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ შემფასებლად, ვინაიდან აშკარად იკვეთება მისი კავშირები და ინტერესები სააკაშვილის ხელისუფლებასთან", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ.

XS
SM
MD
LG