Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: 10 არაბული ქვეყანა დათანხმდა აშშ-სთან თანამშრომლობას "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, 10 არაბული ქვეყანა დათანხმდა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბძროლაში აშშ-სთან თანამშრომლობას. კერიმ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა საუდის არაბეთში, საპორტო ქალაქ ჯედაში თურქეთის და რამდენიმე არაბული ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ. შეხვედრა 11 სექტემბერს შედგა - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოადგინა საერთაშორისო კოალიციის შესაქმნელი სტრატეგია ექსტრემისტებთან საბრძოლველად. მასპინძელი საუდის არაბეთის წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბაჰრეინის, ეგვიპტის, ერაყის, იორდანიის, ქუვეითის, ლიბანის, ომანის, კატარის და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები. კერის განცხადებით, ის მომდევნო დღეებშიც გააგრძელებს შეხვედრებს ახლო აღმოსავლელ ლიდერებთან, შეძლებისდაგვარად ფართო კოალიციის ჩამოსაყალიბებლად.

XS
SM
MD
LG