Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა გააუქმა გაეროს სამიტზე დასწრების გეგმა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მაგრველაშვილი აღარ გაემგზავრება ნიუ-იორკში, სადაც ის გაეროს სამიტზე იყო მიწვეული. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მკაცრი კრიტიკა პრეზიდენტის მიმართ. ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც "კონკურენტს" განიხილავს და "უნდა მას ხელი შეუშალოს". საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაეროში, არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. პრეზიდენტის მიმართ ბოლოხანს ხშირად ისმოდა კრიტიკა გაეროს სამიტზე წასვლის გეგმის გამო. სამიტი კლიმატური ცვლილებების თემას ეძღვნება. მთავრობის გუნდის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ, სპეციალური მიწვევის მიუხედავად, პრეზიდენტი ნიუ-იორკში არ უნდა წასულიყო და რომ გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტშიც პრემიერ-მინისტრს უნდა მიეღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილი 26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ყოველწლიური მოხსენებით უნდა გამოვიდეს.

XS
SM
MD
LG