Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი ერაყში ჩავიდა


ერაყში ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. საფრანგეთი ემზადება ერაყის ტერიტორიაზე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განსახორციელებლად. ოლანდი ბაღდადში 12 სექტემბერს ჩაფრინდა თვითმფრინავით, რომელზეც 15 ტონა ჰუმანიტარული ტვირთია და 12 სექტემბერს მას ქალაქ არბილში ჩაიტანენ. ფრანსუა ოლანდი დღეს ერაყის პრეზიდენტს, პარლამენტის სპიკერსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. წინასწარი ინფორმაციით, ოლანდი საჰაერო იერიშების საკითხს განიხილავს ერაყის ხელისუფლებასთან. საფრანგეთმა განაცხადა, რომ ერაყში ნებისმიერ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერაყის მთავრობის მოთხოვნით. საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე გამორიცხა ერაყში სახმელეთო ძალების გაგზავნა.

XS
SM
MD
LG