Accessibility links

logo-print

"ისლამური სახელმწიფოს" წევრთა რაოდენობამ გადააჭარბა 31 ათასს


აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს განცხადებით, ექსტრემისტული დაჯგუფება - „ისლამური სახელმწიფოს“ 20 ათასიდან 31500-მდე მებრძოლი იმყოფება სირიასა და ერაყში. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს წარმომადგენელ რიან ტრაპანის 11 სექტემბრის განცხადებით, „ეს რიცხვი ასახავს დაჯგუფების წევრთა რაოდენობის ზრდას, რაც ივნისის შემდეგ მის მეომართა გაწვევის პროცესის გაძლიერების შედეგია". მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების წევრთა რაოდენობა 10 ათასის ფარგლებში იყო.

XS
SM
MD
LG