Accessibility links

logo-print

დუშანბეში სრულდება "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტი


12 სექტემბერს "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტის ბოლო დღეა. სამიტი ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში იმართება. მასზე უნდა მიიღონ ახალი წევრების მიღების კრიტერიუმები. პარასკევს შეიკრიბებიან ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერები. მოგვიანებით მათ შეხვედრას შეუერთებიან მაღალჩინოსნები "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" მეთვალყურე ქვეყნებიდან - ავღანეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, მონღოლიეთიდან და პაკისტანიდან. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, მთავარი თემები იქნება ვითარება ავღანეთში, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ნარკოტრეფიკი, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და ა.შ.. სამიტზე მიღებული იქნება "დუშანბეს დეკლარაცია", რომელშიც იქნება მოწოდება უკრაინაში მშვიდობის დაუყოვნებლივ აღდგენისკენ. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა.

XS
SM
MD
LG