Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი აბაშიძეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა


აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის ვაჟს გიორგი აბაშიძეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან. მისივე ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკავებულ გიორგი აბაშიძეს 500 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ბათუმის პოლიციამ აბაშიძე წუხელ დააკავა. მისმა ადვოკატმა რამინ პაპიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი აბაშიძე დაკავებას გამიზნულ ქმედებას აფასებს.

XS
SM
MD
LG