Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციები გაამკაცრა


ევროკავშირმა დღეიდან გაამკაცრა სანქციები რუსეთის მიმართ, როგორც სადამსჯელო აქტი უკრაინის კრიზისში მოსკოვის როლის გამო. ახალი სანქციები სხვათა შორის, გულისხმობს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და კანონმდებლებისთვის, რომელთა შორისაა ვლადიმირ ჟირინოვსკი. ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ აღნიშნა ასევე, რომ შესაძლებელია სანქციების შესუსტება, ან გაუქმება. ვან რუმპეს განმარტებით, ევროკავშირი თვალს ადევნებს სამშვიდობო პროცესს აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა სექტემბრის ბოლომდე დაადგინოს, არის თუ არა ცვლილებები. ახალი სანქციები ასევე ითვალისწინებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან ვაჭრობის შეზღუდვის გამკაცრებას, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან რუსეთის ენერგოკომპანიების, მათ შორის "როსნეფტის", "ტრანსნეფტის" და "გაზპრომ ნეფტის" დაფინანსების აკრძალვას.

XS
SM
MD
LG