Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მთავრობამ და სეპარატისტებმა გაცვალეს დაკავებული პირები


უკრაინის მთავრობამ და რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა გაცვალეს ათეულობით დაკავებული პირი, რომლებიც მათ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების დროს დაატყვევეს. გაცვლა ნაწილია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა, რომელიც 5 სექტემბერს დაიდო. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თქმით, 36 მებრძოლი 12 სექტემბერს გაცვალეს, 21 კი - წინადღით. უკრაინამ გადასცა 31 მეამბოხე. გაცვლა მოხდა დონეცკში. ვარაუდობენ, რომ ორივე მხარეს კვლავაც ასეულობით დაკავებულია .

XS
SM
MD
LG