Accessibility links

logo-print

"შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტი დასრულდა


"შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტზე, რომლის მუშაობის ბოლო დღეა იყო 12 სექტემბერს და რომელიც ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გაიმართა, მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია. ის მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გასულ კვირაში დადებულ შეთანხმებას. მონაწილეები მოუწოდებენ მხარეებს გააგრძელონ მოლაპარაკება კონფლიქტის საბოლოო მოგვარებამდე. ორგანიზაციის წევრები არიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. აშშ-ის საწინააღმდეგოდ ორგანიზაციის ლიდერებმა დაგმეს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების ცალმხრივი განთავსება. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომლის ქვეყანამაც გადაიბარა ორგანიზაციის თავმჯდომარეობა, განაცხადა, რომ შეეცდება ორგანიზაციის როლი გაზარდოს რეგიონული უსაფრთხოების დაცვაში.

XS
SM
MD
LG